რეზონანსი
01.09.2026

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

სარდლობა აღნიშნავს, რომ დარტყმები მოჰყვა "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" თავდასხმების ბოლო მცდელობებს.

"დღეს, აღმოსავლეთის დროით 12:00 საათზე, შეერთებული შტატების ძალებმა დარტყმები დაიწყეს ირანში "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" წინააღმდეგ. დარტყმები "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიერ თავდასხმების ბოლოდროინდელ მცდელობებს მოყვება ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ და რეგიონში განლაგებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×