
რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილთან ადვოკატის სტატუსით მისი ცოლის და, ნათია თამაზაშვილი შევიდა - მედიამ თამაზაშვილს ჰკითხა, გულისხმობდა თუ არა ექს-პრემიერი მის წერილში, სადაც ის თვითმკვლელობების სერიაზე საუბრობდა, თორნიკე რიჟვაძეს? ამ კითხვაზე ადვოკატმა არ უპასუხა - თქვა, მხოლოდ ის, რომ მსჯავრდებულის ნაცვლად თავად ვერ ისაუბრებს.
ნათია თამაზაშვილმა მედიას არც ის უთხრა, აპირებს თუ არა დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინინოსანი ახლო მომავალში მხილების მორიგ სერიას და გეგმავს თუ არა ციხიდან ახალი წერილის გავრცელებას. ადვოკატმა არც ამ კითხვას უპასუხა.
ირაკლი უნდა მოვინახულო და შემდეგ შემეძლება რაიმე ვთქვა. ირაკლის რაც უნდოდა თქვა, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ", - თქვა ნათია თამაზაშვილმა.
საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.
"მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს" - წერს ღარიბაშვილი წერილში.