რეზონანსი
02.09.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყოფილ ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.

ჭოუ ციენის საქართველოში არყოფნის გამო სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ტაი ჩუნიუნგმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ჭოუ ციენის დიპლომატიური მისიის პერიოდში საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ ბოლო წლებში შექმნილი მყარი საფუძველი მომავალშიც შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×