რეზონანსი
02.09.2026

გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დაურ ბუავას უკანასკნელ გზაზე გაცილებისას აფხაზური დატირება ისმოდა. 

მისი ოჯახი წევრები დაკრძალვის დროს ამბობდნენ, რომ დაურ ბუავა სამშობლოს სიყვარულისთვის დაისაჯა. 

აფხაზი ბლოგერი მამა მადლობას უხდის ქართველებს მისი შილის მიღებისთვის და ამბობს, რომ დაურ ბუავა სწორედ იქ დაკრძალეს, სადაც მან საკუთარი თავი იპოვა. 

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მისი ასე მიღებისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენ ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, რომ მან აქ საკუთარ თავი იპოვა და სწორედ აქ დავტოვებთ ჩვენ მას, აქ გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე. 

მე ჯერ ვერაფერს ვფიქრობ, რადგან ძალიან რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი. დაველოდები გამოძიებას, რატომ და რისთვის მოხდა ეს. ის სპორტსმენი იყო, ვარჯიშობდა, არც კი ეწეოდა, სწორედ ამიტომ ვერ ვიჯერებ ამ ყველაფერს," - ამბობს დაურ ბუავას მამა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×