
უკრაინული მედია და თვითმხილველები იუწყებიან, რომ კიევის დესნიანსკის რაიონში თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მონაცემებით, ინციდენტი შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ერთ-ერთი მებრძოლის გაუჩინარებას უკავშირდებოდეს.
თვითმხილველებმა BBC-ის უკრაინულ სამსახურს მრავალჯერადი გასროლების, დაჭრილებისა და მიწაზე სისხლის კვალის შესახებ განუცხადეს. პოლიციამ რამდენიმე მიმდებარე ქუჩა გადაკეტა.
ოფიციალურად უსაფრთხოების სამსახურში ამტკიცებს, რომ სპეციალურ ოპერაციას ატარებდნენ, მათ თანამშრომლებს კი თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფის წარმომადგენლები დაესხნენ თავს, თუმცა არ აზუსტებენ, კონკრეტულად რომლის. დაზვერვის სამმართველოში კი მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ეს მოვლენები უკავშირდება სტეპან კაპლუნოვის - „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ საბრძოლო მომზადების დარგში მეთაურის მოადგილის გაუჩინარებას. ეს დანაყოფი დაზვერვის სამსახურს ექვემდებარება.