რეზონანსი
02.09.2026

პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთში რეისებზე უარის თქმა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსულ აეროპორტებში რეისების განხორციელებაზე უარის თქმა დრონების მხრიდან საფრთხი შესახებ ჩვენი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ობიექტურად არსებობს რუსეთის ცაში.

ეს სწორი, სრულიად ლოგიკური რეაქციაა არსებულ ფაქტებზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ომის გამო ხდება, რომლის დასრულებაც პუტინს არ უნდა. სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე ოფიციალურად შეატყობინა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს რუსულ საჰაერო სივრცეში არსებულ რეალურ ვითარებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×