რეზონანსი
03.09.2026

ნასაკირალში 63 წლის მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა დუმილი დაარღვია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში 63 წლის ნარგული ზოიძის მკვლელობაში ბრალდებულმა დუმილი სასამართლო პროცესზე დაარღვია. დაკავებულმა გოგიტა ელიაძემ განაცხადა, რომ დანაშაული, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან, არ ჩაუდენია. 

სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა, კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამთა საჯაიამ მიიღო. 

პროკურორების თქმით, ბრალდებულმა დანითა და სპეციალური ხელთათმანებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ფანჯრიდან შეაღწია გარდაცვლილის სახლში და მას რამდენიმე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, გოგიტა ელიაძე მარგო ზოიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურორების განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დნმ დევს.

ცნობისთვის, საქართველოს პრიკურატურის განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკვლის მიზნით დაზარალებულს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 აგვისტოს დააკავეს. მას სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×