რეზონანსი
03.09.2026

რუსეთს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან თანამშრომლობის პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ალექსეი შევცოვმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ალექსეი შევცოვის განცხადებით, „რუსეთს შეუძლია მეგობრულ და ნეიტრალურ ქვეყნებს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის სასარგებლო მოდელები შესთავაზოს“.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სასარგებლო მოდელების შეთავაზება შეუძლია და ამას ისეთ სახელმწიფოებთან ვაკეთებთ, როგორებიც ჩინეთი, ბელარუსი და ყაზახეთია. ამას ყველა მეგობრულ და ნეიტრალურ ქვეყანასთან ვაკეთებთ. ჩვენ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან“, - განაცხადა შევცოვმა.

შევცოვის თქმით, „რეგიონთაშორისი კავშირები უბრალო ვაჭრობიდან და საქონელგაცვლიდან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნამდე უნდა განვითარდეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×