რეზონანსი
03.09.2026

ელისო კილაძემ გივი ჯიბლაძეს მეზღაპრე უწოდა. "ქოლ-ცენტრთან" დაკავშირებული ლილუაშვილი არ ყოფილა, შუამავლობა არავის გაუწევია. ელისომ ილაპარაკა ის, რაც იყო რეალური და ობიექტური. კავშირში არ არის საერთოდ ჯიბლაძის ჩვენებები, რაც მან სასამართლოს მისცა , - ამის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ელისო კილაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, „ქოლ-ცენტრების“ ეპიზოდზე იკითხებოდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, „ქოლ-ცენტრების“ საქმეში ერთ-ერთმა ბრალდებულმა, შპს „სვეტის“ ხელმძღვანელმა, გივი ჯიბლაძემ გრიგოლ ლილუაშვილისა და ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სანაცვლოდ კი ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწია.

„ოთხი საათის განმავლობაში იკითხებოდა ელისო კილაძე. მან მისცა ობიექტური და რეალური ჩვენება. ბრალდების მხარის კითხვა იყო, რომელი წლიდან იყო კავშირში გივი ჯიბლაძესთან. რატომღაც, 2018 წელზე აპელირებდნენ. მე ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ ვიცნობ. 2018 წელზე იყო საუბარი, თითქოს ამ დროს კავშირი იყო ჯიბლაძესა და ლილუაშვილს შორის, რაც ელისო კილაძემ უარყო გამომდინარე იქიდან, რომ მან ჯიბლაძე 2000 წელს გაიცნო და მისგან ყველაფერი იცოდა. ელისო კილაძემ ჯიბლაძეს მეზღაპრე უწოდა და აღნიშნა, მას ისეთი ილუზიები ჰქონდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელიაო.

"ქოლ-ცენტრთან" დაკავშირებული ლილუაშვილი არ ყოფილა, შუამავლობა არავის გაუწევია. ელისომ ილაპარაკა ის, რაც იყო რეალური და ობიექტური. კავშირში არ არის საერთოდ ჯიბლაძის ჩვენებები, რაც მან სასამართლოს მისცა.

დღეს გავიგე, რომ ჯიბლაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს, რამდენ წელზე და რა პირობებზე, არ ვიცი. მოიპოვა იმით, რომ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ელისო კილაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, სანაცვლოდ კი გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×