რეზონანსი
04.09.2026

გასულ ღამეს უკრაინელებმა რუსეთის სამეთაურო პუნქტებზე, სადაზვერვო სისტემებსა და საწვავის საწყობებზე დრონებით იერიშები მიიტანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დონეცკთან ახლოს დრონების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილი დაბომბეს. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ფედოროვკაში სამეთაურო, ხოლო პეტრივკაში სამეთაურო-სადაზვერვო პუნქტებზე.

მედიის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთში, ბრიანსკის ოლქში იერიში სარადარო სისტემაზეც მიიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×