რეზონანსი
04.09.2026

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი უარყოფს პროკურატურის ვერსიას, რომ ბიზნესმენს კონფლიქტის დროს იარაღი ჰქონდა. უფლებადამცველის განცხადებით, ამას არც მოწმეების ჩვენებები და არც საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებს.

დაცვის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პროკურორმა ელიზბარაშვილისთვის ბრალის შესაძლო დამძიმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ იარაღთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. 

„პროკურატურის მიერვე მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ თამაზ ელიზბარაშვილს თან ჰქონდა იარაღი. არცერთი მოწმე არ ადასტურებს გამოკითხვაში, მათ შორის დაზარალებულებიც კი. არცერთი ნეიტრალური მოწმე, მათ შორის დაცვის თანამშრომლები, „ალგანის“ თანამშრომლები, არ ადასტურებენ, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა იარაღი. არცერთ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში არ ჩანს, რომ თამაზ ელიზბარაშვილს ჰქონდა იარაღი. ეს არის, უბრალოდ, პროკურატურის ვერსია, რომელიც არ დასტურდება არაფრით.

რესტორანში იმიტომ შებრუნდა თამაზ ელიზბარაშვილი, რომ კონფლიქტი ამოეწურა, ვინაიდან კონფლიქტში მონაწილე პირები მას დაემუქრნენ, რომ სადაც შეხვდებოდნენ, კიდევ მოსთხოვნდნენ პასუხს. 

ნერვიულობის დროს განიცდის გულის არეში ტკივილს და შესაძლოა, იმ მომენტში სწორედ ამიტომ ჰქონდა მოკიდებულიო გულზე ხელი“, - ამბობს ადვოკატი. 

პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარშვილს ბრალი დაუმძიმდეს - განცხადება გოგა კაკოჩაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბრალდებს მხარე იარაღის ნაწილზე, [სსკ-ის 236-ე მუხლზე] აპელირებს. „ამ კუთხით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“ - თქვა კოკოჩაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×