
ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა და ყველას გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს გამომძიებლებს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრის მოყოლა შეუძლია.
„ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას „ნაცი“, მაგრამ არ გამოუვა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად „ქოცია“, ვიდრე ირაკლი კობახიძე, ამიტომ, ეს სპეცოპერაცია არ გამოვა. თან მგონია, გარდა იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის, თუ გაქცეულია ქვეყნიდან.
ასევე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა და ყველას გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო, ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ციხის კადრებზე - მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება“, - აცხადებს ჟორჟოლიანი.