რეზონანსი
11.09.2026

კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა და საბჭოთა კავშირს დაემსგავსა – თავიანთი დამოკიდებულებით, ხისტი პოლიტიკით, ხელების გადაგრეხვით.

„თვითონ კარნახობენ, ვისთან უნდა ისაუბრო, ვისთან უნდა გქონდეს ბიზნესაქტიურობები – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან არ უნდა ითანამშრომლო. მარტო იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც აქ რევოლუციას გვიწყობს. წარმოიდგინეთ, კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები - ეს საბჭოთა კავშირის ნომენკლატურაა დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში და ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ. ეს ყველაფერი ამაზრზენი და მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×