რეზონანსი
11.09.2026

კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

დობორჯგინიძე ოპოზიციის ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახლა ისინი გიორგი ბარამიძეს ფორმალურად დაუდგებიან გვერდით, პარალელურად კი მის განცხადებას დაგმობენ.

„კაციშვილს არ ახსოვდა, რა თქვა გია ბარამიძემ იაგოსთან პოდკასტში, ვიდრე თავად ოპოზიციის აქტივისტებმა არ დაატრიალეს ნაწყვეტი, ლანძღეს და მოღალატე ეძახეს, პრორუსულ განცხადებაზე ნაცის დაჭერისთვის ნიადაგი შეუმზადეს ხელისუფლებას.

ახლაც ცალყბად გამოუცხადებენ სოლიდარობას ისე, რომ მის ნათქვამს დაგმობენ. არადა, ვინმე „ქოცს“ რომ ეთქვა რამე მსგავსი, თავადვე მოითხოვდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით მის დაჭერას. ხელისუფლების შიდა პოლიტიკური მოტივი გასაგებია, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რისთვის ვგზავნით ბენზინს აფხაზეთში, არც ისე კარგი სიგნალია აფხაზეთისთვის მაგაზე ადამიანის დაჭერა, ბენზინი არ უშველის, თუ ოდესმე უახლეს ისტორიაზე კრიტიკული რეფლექსია არ მოხდა“, - წერს დობორჯგინიძე.

ცნობისათვის, დღეს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გიორგი ბარამიძე დააკავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×