რეზონანსი
12.09.2026

კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბარამიძის საქმეში სამართლებრივი ელემენტი არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განცხადებებს გამო, რომელიც შემდგომში გახდა მტრისთვის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ადამიანები რომ ისჯებოდნენ საქართველოში, პირველ რიგში ივანიშვილის რეჟიმის ყველა სპიკერი იქნებოდა პატიმრობაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე საოკუპაციო რეჟიმები, კრემლი იყენებს ხოლმე ძალიან ხშირად კობახიძის, პაპუაშვილის და სხვების განცხადებებს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამიტომაც გასაგებია რომ ეს მოტივაცია მათ არ აქვს, უბრალოდ მოახდინეს 1 წლის წინანდელი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილების კუპირება და ამ მიზნით არის დაჭერილი ბატონი გიორგი ბარამიძე, ამიტომაც ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი სამართლებრივი ელემენტი არ ფიგურირებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×