რეზონანსი
12.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ დააზიანა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ, უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

ბარამიძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, აღკვეთის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×