რეზონანსი
12.09.2026

Relief Sun, Glow შრატი, Dynasty კრემი, ჟენშენისა და რეტინოლის შრატი და Beauty of Joseon-ის 20-ზე მეტი დასახელების სხვა პროდუქტი უკვე PSP-ს ქსელშია.

მსოფლიოში ცნობილმა კორეულმა ბრენდმა Beauty of Joseon-მა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავის ოფიციალურ პარტნიორად PSP აირჩია.

Beauty of Joseon-ის ისტორია შთაგონებულია კორეული ჯოსონის დინასტიის ეპოქის სილამაზის კულტურით. ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციით შეიქმნა Beauty of Joseon - ბრენდი, რომელიც ტრადიციულ კორეულ ინგრედიენტებს თანამედროვე, ეფექტურ ფორმულებთან აერთიანებს.

ბრენდის ცნობადობის ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად მალევე იქცა Relief Sun, რომელმაც მზისგან დაცვის ყოველდღიურ რუტინას სრულიად ახალი მიდგომა შესთავაზა და Beauty of Joseon-ის საერთაშორისო პოპულარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა.

Beauty of Joseon-ის ფორმულებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კორეული ტრადიციული მოვლისთვის დამახასიათებელ ინგრედიენტებს: ჟენშენი, ბრინჯი, მწვანე ქლიავი, პროპოლისი, წითელი ლობიო, მუგვორტი - მცენარეული ინგრედიენტი, რომელიც კანის დამშვიდებასა და ანტიოქსიდანტურ მოვლას უზრუნველყოფს. ამ ტრადიციულ ინგრედიენტებს Beauty of Joseon თანამედროვე აქტიურ კომპონენტებთან, მათ შორის ნიაცინამიდთან, რეტინალთან, ალფა-არბუტინთან და სხვა თანამედროვე კანის მოვლის ინგრედიენტებთან აერთიანებს.

ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს კანის მოვლის თითქმის ყველა ძირითად ეტაპს -  გამწმენდებს, ტონერებსა და ესენციებს, შრატებს, დამატენიანებლებს, ნიღბებსა და მზისგან დამცავ საშუალებებს. რთულ მრავალსაფეხურიან რუტინას Beauty of Joseon მომხმარებლისთვის მარტივ, სასიამოვნო და ეფექტურ გამოცდილებად აქცევს.

“Beauty of Joseon-ის საქართველოში ექსკლუზიურად PSP-ში გამოჩენა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აღმოაჩინონ თანამედროვე K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი თავისი ორიგინალი თავის მოვლის საშუალებებით და საკუთარი კანის საჭიროებების შესაბამისად შეარჩიონ პროდუქტები ყოველდღიური რუტინისთვის.

როგორც ლიდერი კომპანია, PSP კორეულმა ბრენდმა, Beauty of Joseon-მა ექსკლუზიურ პარტნიორად შეარჩია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულად სამხრეთ კავკასიაში. ამდენად, PSP საქართველოში კვლავ კორეული პროდუქციის Missha, Mizon, A pieu, Village 11, Dermafirm, Manyo, Round Lab, COSRX ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს” - აცხადებენ PSP-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×