რეზონანსი
12.09.2026

დაკავებულ ექიმს, მაია კოხტაშვილ რომელსაც ფინანსურმა პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქეის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს, საპატიმრო გირაოს თანხა, 50 ათასი ლარი მოქალაქეებმა შეუგროვეს. ამის შესახებ სოციალრუ ქსელში ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს. 

თანხა თელავის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან რამდენიმე წუთში აგროვდა. 

„მეგობრებო, მაია ექიმისთვის 50 ათასი ლარი შეგროვდა ერთ საათში, მის გამოსახსნელად. მადლობა ყველას. აღარ ჩარიცხოთ! ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის საყვარელ ექიმს, ჩვენი თანამებრძოლების დედას გამოვიხსნით. დანარჩენს, რა ხდებოდა დღეს სხდომაზე და ამ საქმის დეტალებს წვრილად მოგიყვებით. ახმეტაში ვაგრძელებთ მუშაობას რეპორტაჟზე!“, - წერს სოციალურ ქსელში გელა მთივლიშვილი. 

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გადაწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×