რეზონანსი
12.09.2026

ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით. ხვიჩია გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბარამიძის თემაზე მან საკუთარი პოზიცია გადაცემის დასაწყისშიც და ბოლოშიც გამოხატა.

„გვარამია რომ უნამუსო მატყუარაა, მგონი, ამ განცხადებითაც დასტურდება. ვინც ამ გადაცემას უყურეთ, ძალიან მარტივია მიხვდეს, თუ რა დონის ნაძირალა და უნამუსოა ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს. ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ გადაცემას და წაიკითხავდნენ ნიკა გვარამიას სტატუსს, მიხვდებიან, რომ ნიკა გვარამიამ ორმაგად მოიტყუა, ხმა არ ამოუღიაო, მაშინ, როდესაც მე გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გია ბარამიძის თემაზე“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

პარტია „ახლის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. იგი იაგო ხვიჩიას აბრალებს გიორგი ბარამიძის დაკავებას. სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა. გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით, გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის განცხადებას, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×