რეზონანსი
12.09.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოლაპარაკების მიუხედავად სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება. 

"ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოლაპარაკებების ამ პერიოდში სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ შეჩერდება. ეს გამოცდილება უკვე გავიარეთ და შესაბამისი დასკვნებიც გავაკეთეთ. ამასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, (რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა) დმიტრი პესკოვმა უკვე ისაუბრა. მიწვევა ამ პერსონაჟისთვის გაგზავნილია. თუ შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს. და ეს უკვე უზარმაზარი კეთილი ნების ჟესტია ჩვენი მხრიდან, რადგან მას ჯერ კიდევ არ გაუუქმებია თავისი დეკრეტი პუტინთან და მის გუნდთან კონტაქტების აკრძალვის შესახებ. ასე რომ, კეთილი ნება ჩვენ არ გვაკლია, მას კი, როგორც ვხვდები - ბოროტი თვისებები“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პუტინსა და ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×