რეზონანსი
12.09.2026

კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.

მისი თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს.

„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×