
როგორც ჩანს, საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.
“როგორც ჩანს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ოპოზიციური ე.წ „ანალიტიკური ცენტრები“ უმძიმესი სამუშაოს შესრულებას შეუდგნენ: დასხდნენ და დაითვალეს, რამდენჯერ თქვა მინისტრმა სიტყვა „მაქსიმალური“.
დიახ, სწორად გაიგეთ, ქვეყანაში განათლების სისტემის რეფორმაზე, სკოლებზე, უნივერსიტეტებზე, მასწავლებლებზე, ახალგაზრდებზე და განათლების მომავალზე საუბრის შემდეგ მათთვის მთავარი პოლიტიკური პრობლემა აღმოჩნდა სიტყვა „მაქსიმალური“.
ეტყობა, როდესაც სათქმელის შინაარსთან საკამათო აღარაფერი გაქვს, ლექსიკოგრაფად უნდა გადაკეთდე და სიტყვების თვლა დაიწყო.
საინტერესოა, შემდეგ ეტაპზე რას შემოგვთავაზებენ, რამდენჯერ ჩაისუნთქა მინისტრმა, რამდენჯერ გაიხედა მარჯვნივ, ან რომელ წუთზე თქვა ერთი და იგივე სიტყვა მეორედ?
სინამდვილეში ასეთი „კრიტიკა“ გივი მიქანაძეს კი არ აზიანებს, არამედ თავად მისი ავტორების რეალურ ინტელექტუალურ მდგომარეობას აჩვენებს", - წერს მეტრეველი