რეზონანსი
14.09.2026

7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე მოწმის სტატუსით ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე გამოიკითხა.

რუხაძემ ტელეკომპანია „იმედში“ სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრის, აპარატურის დამტვრევისა და მაუწყებლობის გათიშვის შესახებ ისაუბრა.

„დარბაზში მიხეილ სააკაშვილიც იყო, ამიტომ ხშირად წყდებოდა პროცესი, რადგან მას რეპლიკები ჰქონდა. რეალურად თვითონ დამკითხა, რაღაც განცხადებებს აკეთებდა.

2007 წლის 7 ნოემბერს, ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ აღეგზნო საქართველოს მთავრობის რამდენიმე სხვადასხვა სამინისტრო და სააგენტო.

თბილისის მერიამ მთაწმინდის პარკზე ბრალი დაგვდო, რომ თითქოს თანხა გადახდილი არ იყო (რაც იყო ტყუილი) და მთაწმინდის პარკი წაიღეს. „ტელეიმედსა“ და ბორჯომში საგადასახადო შევიდა. იმავე დღეს ეროვნული ბანკი შევიდა „სტანდარტ ბანკში“ და შემდეგ, ვითომ პროკურორმა უყურა რაღაც საქმეს, საქმე აღძრა, წავიდა სასამართლოში, მიიღო უფლება, გამოიყვანეს სპეცრაზმი და „იმედი“ დაარბიეს. ანუ 5-6 სხვადასხვა ინსტიტუცია ერთდროულად აღეგზნო ჩვენს წინააღმდეგ და ამ ყველაფრის თავში იჯდა ერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა რუხაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×