რეზონანსი
15.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ყველა მოსწავლეს და სტუდენტს, პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს და მშობლებს, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! განსაკუთრებით გილოცავთ პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, ვისთვისაც დღეს ცოდნის შეძენის, პიროვნული ზრდისა და ახალი შესაძლებლობების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. სწორედ თქვენი ცოდნა, განათლება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს და საიმედო მომავალს. მჯერა, არაერთ წარმატებას მიაღწევთ.

მომავალი თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია ჩვენი პედაგოგების როლი. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელსა და ლექტორს ამ საპატიო მისიის ერთგულად შესრულებისთვის. ნაყოფიერ, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×