რეზონანსი
15.09.2026

XI მოწვევის პარლამენტი, 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ აირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგში მესამედ დგება.

14 სექტემბერს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სუს-ის ახალი ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ბორაშვილს ჯერ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმენენ, შემდეგ მის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კანონის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით აირჩევა.

ცნობისთვის, პარლამენტმა გელა გელაძე სუს-ის უფროსად, უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით, მიმდინარე წლის 28 აპრილს დაამტკიცა. გელაძემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ასევე ვადაზე ადრე გადადგა. პარლამენტმა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია, რომელმაც სუს-ი 2026 წლის აპრილში დატოვა. ასევე ხანმოკლე იყო სუს-ის უფროსის პოსტზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის ყოფნა. ოხანაშვილი სუს-ს დაახლოებით 5 თვე ხელმძღვანელობდა და 2025 წლის აგვისტოში ისიც ვადაზე ადრე გადადგა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×