რეზონანსი
16.09.2026

თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. მოკლული არასრულწლოვანის ნა­თე­სა­ვი მაკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

„უკა­ნას­კნელ გზა­ზე გა­ვა­ცი­ლეთ ჩვე­ნი და­თუ­ნა. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ მად­ლი­ე­რე­ბას ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვინც პი­რა­დად თუ შო­რი­დან გვაგ­რძნო­ბი­ნა თა­ნად­გო­მა და გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი ოჯა­ხის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი თი­თო­ე­უ­ლი კო­მენ­ტა­რი, მო­წე­რი­ლი თუ სხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი ემო­ცია ვნა­ხე და ბო­დიშს გიხ­დით, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვერ გი­პა­სუ­ხეთ. მარ­თლა უდი­დე­სი ძალა ჰქო­ნია ასეთ დროს თა­ნად­გო­მას. მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­თოს მკვლე­ლო­ბის საქ­მეს - ერთი წა­მი­თაც არ იფიქ­როს ვინ­მემ, რომ შერ­ჩე­ბა. ად­ვო­კა­ტის ნათ­ქვა­მი რა­ღა­ცე­ბი მი­თხრეს, ვი­თომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე და მინ­და იცო­დეს, რომ დაც­ვის მხა­რის ყვე­ლა სტრა­ტე­გია მაქვს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და პა­სუ­ხი ყვე­ლა­ზე ერ­თია: ვერ გა­მოძ­ვრე­ბა! მშვი­დო­ბი­ა­ნი ღამე ყვე­ლას“, - წერს მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×