რეზონანსი
16.09.2026

გახარიას პარტია „ნაცებისგან“ არ განსხვავდება, პირიქით, ერთ მიზანს ემსახურებიან, მათ პატრონები როლებს უნაწილებენ. საერთო ჯამში, ერთი პატრონი ჰყავთ და ერთ ჯგუფს წარმოადგენენ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლოგიკურია, რომ პარტიათა ჩამონათვალს, რომელიც ამ ქვეყნის საბოტაჟის მეტს არაფერს წარმოადგენს, გახარიების პარტიაც უნდა დაემატოს“.

„სინამდვილეში, ესენი პარტიები კი არ არიან, არამედ ის აგენტურული ჯგუფები არიან, რომლებიც საკუთარი პატრონების დავალებებს ასრულებენ და ამას მოსახლეობის ინტერესებთან საერთო არაფერი გააჩნია. რასაც ვხედავთ, ეს ადამიანები პოლიტიკურ აგონიაში არიან და ეს დაიმსახურეს, რადგან ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებიათ. დავალებების შესრულებაში ოროსნები არიან და ეს საკუთარ თავებს უნდა მოკითხონ. დემოკრატიის მტრები პოლიტიკური ველიდან უნდა გაქრნენ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×