რეზონანსი
16.09.2026

გიორგი გამსახურდია, „𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶“-ს პროექტის პრეზენტაციაზე „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ერიკ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ომის ნაცვლად, ქვეყანას უწყვეტი მშვიდობა და სწრაფი განვითარება მოუტანა.

გამსახურდიას შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ოჯახი სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამს და მათ აქვთ საქართველოში სტაბილურობის განცდა, მმართველ პარტიას კი საიმედო პარტნიორად აღიქვამენ.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი პოლიტიკის შედეგი, საომარი თეატრის ნაცვლად, ქვეყნის სწრაფი განვითარება, უწყვეტი მშვიდობა და უსაფრთხოების განცდა. ამერიკის პრეზიდენტი და მისი ოჯახი, დამერწმუნებით რომ სპონტანურ ნაბიჯებს არ დგამენ, აქვთ სრული ინფორმაცია, რწმენა სტაბილურობის შესახებ და აღიქვამენ მმართველ პოლიტიკურ ძალას საიმედო პარტნიორად. ეს პროექტი ასევეა საქართველოსთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტი, რაც პირადად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურებაა“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×