
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა წრის გაზრდა არ გამორიცხა საქმის პროკურორმა.
ლევან ვეფხვაძემ "პირველებს" უთხრა, რომ ინტენსიურად მიდის მოწმეთა გამოკითხვა, ასევე მიმდინარეობს ვიდოეკამერების გამოთხოვა არამარტო იმ ტერიტორიაზე, არამედ მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე:
"ჩატარდა სასამართლო პროცესი სადაც გადაწყდა საკითხი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე. კაკონთან კონფლიქტში მყოფი პირის გადაყვანის თაობაზე. დაკავების პირევლივე წუთიდან მისი პოზიცია არის აღიარებითი ჩვენება, რაც შეეხება დღეს სასამართლოზე პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ძალიან ინტენსიურად მიდის მოწმეთა გამოკითხვა, მიმდინარეობს ვიდოეკამერების გამოთხოვა არამარტო იმ ტერიტორიაზე, არამედ მოშორებით არსებულ ტერიტორიაზე.
აბსოლიტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, რაც დაკავშირებულია ამ საქმესთან და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი"- თქვა პროკურორმა.
ამასთან, დღეს გაირკვა, რომ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.