რეზონანსი
16.09.2026

კიდევ ერთი ახალი მოწმე, გურიკა დადიანიძის საქმეში - მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ მისი შვილი ნახა. 

დუშეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულმა ქალმა ეს ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს მოუყვა, ახლა ოჯახი ელოდება, როდის დაიბარებენ პოლიციაში ამ მოწმეს.

ირკვევა, რომ გამომძიებლებს დღეს კითხვები ჰქონდათ გურიკა დადიანიძის პირად ნივთებზეც, რომელიც ლომისადან ახალგაზრის გაუჩინარების შემდეგ, დედის თქმიკთ, მამიდასთან აღმოჩნდა.

ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებრებინე, აქ უფრო მამიდა უნდა დეაბრებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკუსრიიდან დაბრუნდნენ, ნივთები, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას - ეს ამბავი მე არ ვიცოდი. მე ეს ძალიან მაინტერესებს, გურიკიას ჯიბე არ ჰქონდა? რატომ მიუტანეს მამიდას -  არც ის ვიცი ვინ მიუტანა. გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას."- ამბობს დადიანიძის დედა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×