რეზონანსი
16.09.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ. 

ანანიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი თავის ამ განცხადებაში გულისხმობს, ლარსზე, ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და ჩამოსვლას სთხოვდა. 

"მიშა „შეზღუდულ და მკაცრ კონტროლში“ გულისხმობს: ლარსზე, ყვავილებით რუს ტურისტებს რომ ეგებებოდა და სთხოვდა, ჩამოდითო….“- წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×