
ექსპერტი ამირან სალუქვაძე, გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თქმითაც, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი.
სალუქვაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ ციფრს უაზროს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ფილფანმა ეს მონაცემი განზრახ დაასახელა ერთი პრობლემაა, ხოლო, თუ ვერ მიხვდა რომ არარეალურ ციფრს ასახელებდა - მეორე.
"იცით, მრავალი წელია კრიმინალის და შსს-ს სხვა სტატისტიკას ვადევნებ თვალს. ბევრჯერ გამოვაქვეყნე.
წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რამდენად უაზრო ციფრი თქვა ფილფანმა პარლამენტის ტრიბუნიდან:
ბოლო 22 წლის განმავლობაში, 2004 წლიდან დღემდე, ე.ი. ორივე ხელისუფლების დროს განზრახ მკვლელობების ჯამური ციფრი 1900-ზე ნაკლებია. ფილფანმა კი გვითხრა, რომ მხოლოდ 3 თვეშია მოკლული 532. წლის განმავლობაში, 4 კვარტალზე რომ გავამრავლოთ, 22 წლის მონაცემებს ბევრად გადაუსწრებს.
თუ განზრახ დაასახელა, ერთი პრობლემაა, თუ ვერ გაიგო შსს-ს სტატისტიკა და ვერ მიხვდა, რომ არარეალურ ციფრს ასახელებდა - მეორე.
რეალურად კი განზრახ მკვლელობების შემთხვევების სერიოზული კლებაა.
თუ 2004 წელს 300-მდე მკვლელობა მოხდა, შარშან 70 შემთხვევა დაფიქსირდა,” - წერს ამირან სალუქვაძე.