
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიგა ლემოჯავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა ფართომასშტაბიანი ქუჩის პროტესტის ორგანიზებაა, რომლის გეგმაც პოლიტიკოსის თქმით კოალიციაში არსებობს.
როგორც ლემონჯავა აცხადებს, ოპოზიციამ ყველანაირად უნდა უზრუნველყოს, რომ ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავიდეს.
პროდასავლური პოლიტიკური კლასის პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არის ფართომასშტაბიანი, მწვანვე ქუჩის პროტესტის ორგანიზება.
ოპოზიიციის ალიანსი თქვენ იცით, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც დაანონსდა, ფუნქციონალური არ არის, ოღონდ ასევე გეტყვით, რომ კოალიცია აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. არა მხოლოდ იდეები არსებობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ორგანიზებასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები და ძალიან კონკრეტული ნაბიჯები.
თქვენ იცით, რომ 27 სექტმბერს არის დაანონსებული დიდი მარში სოხუმის დაცცემის დღესთან დაკავშირებით. ეს არ იქნება ერთადერთი საპროტესტო აქტივობა, მასშტაბი გაიზრდება, იქნება ტალღებად ეს პროტესტი. ასეა ჩაფიქრებული. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეეხება ბევრი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში და დავანახოთ მათ, რომ რეჟიმს ასე არ გაჭირვებია არასდროს, როგორც ახლა უჭირს". - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.