რეზონანსი
17.09.2026

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  განუცხადა აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირებისას, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.

„გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი. ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და გამჭვირვალობა უნდა გაძლიერდეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ამაზე სეროზულად ვიზრუნეთ საქართველოში, რამაც თავისი შედეგები გამოიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის, რომ ნებისმიერი უცხოური პოლიტიკური გავლენა წარიმართოს გამჭვირვალედ“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×