რეზონანსი
17.09.2026

 გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმურო სამუშაოების გამო 18 სექტემბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდებათ.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 06:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში - აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ზურაბები, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაზალეთი, მილახვრიანი, დუშეთი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნავდარაანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×