რეზონანსი
17.09.2026

 "არა­ნა­ი­რი კამ­პა­ნი­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არას­დროს არ და­მი­გეგ­მავს და არც გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, ეს კამ­პა­ნი­ე­ბი მე არ მჭირ­დე­ბა, ისე­დაც სა­ჯა­როდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, ჩემ­სა­ვე სა­ხე­ლით! მე ვამ­ხელ და ვებ­რძვი კო­ბა­ხი­ძეს", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ირმა ინაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილს.

რო­გორც ინაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მისი მე­გო­ბა­რია და ამ მე­გობ­რო­ბა­ზე ის უარს არას­დროს იტყვის.

"არას­დროს და­მი­მა­ლავს, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყო ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი და მე მე­გობ­რებ­ზე უარს არ ვამ­ბობ, ანუ დღე­საც მე­გობ­რად მი­მაჩ­ნია. არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბია არ­ცერ­თი ჩემი მე­გო­ბა­რი და არც მას დავ­ტო­ვებ, მაგ­რამ პირ­და­პირ ვამ­ბობ: არა­ნა­ი­რი კამ­პა­ნი­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არას­დროს არ და­მი­გეგ­მავს და არც გან­მი­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, ეს კამ­პა­ნი­ე­ბი მე არ მჭირ­დე­ბა, ისე­დაც სა­ჯა­როდ ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს, ჩემ­სა­ვე სა­ხე­ლით! მე ვამ­ხელ და ვებ­რძვი კო­ბა­ხი­ძეს და კვლავ ვამ­ბობ, რომ ის არის ცრუ მა­ბე­ზღა­რა, ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი, საბ­ჭო­თა "დას­მე­ნე­ბის" კა­ნო­ნე­ბის ავ­ტო­რი და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ყვე­ლა­ნა­ი­რად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, რო­მელ­მაც და­თე­სა უზარ­მა­ზა­რი ზი­ზღი და აგ­რე­სია ქვეყ­ნის შიგ­ნი­თაც და ქვეყ­ნის გა­რე­თაც. მე ვამ­ხელ კო­ბა­ხი­ძეს არა იმი­ტომ, რომ ვინ­მე და­ვა­ზი­ა­ნო ან რა­ი­მე პრო­ცე­სი და­ვა­ზი­ა­ნო! კო­ბა­ხი­ძე უნდა წა­ვი­დეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დემ და­ი­სად­გუ­როს! რაც შე­ე­ხე­ბა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს, და­ვე­ლო­დოთ ხვა­ლინ­დელ დღეს. ყვე­ლა სა­კი­თხზე გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს!" - წერს ირმა ინაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და წერს, რომ "დღე­ი­დან მისი და მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას". რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხვალ, 18 აგ­ვის­ტოს ვრცელ წე­რილს გა­ავ­რცე­ლებს.

"ეს წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით. მე ყვე­ლა­ფე­რი ვცა­დე და გა­ვა­კე­თე, რომ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­და­მედ­გა, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს, რომ წინ არ აღ­ვუდ­გე ამ ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხავ ბო­რო­ტე­ბას! ამ და­უნ­დო­ბელ სი­სას­ტი­კეს, ჩაგ­ვრას/უსა­მარ­თლო­ბას, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის ბინ­ძურ გეგ­მას! ხვალ გა­ვავ­რცე­ლებ ვრცელ წე­რილს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვე­ტყვი ჩემს სი­მარ­თლეს! დღე­ი­დან, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და მთელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას!" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იმ წე­რილ­საც ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა.

"დიტო ჩუ­ბი­ნი­ძის­ნა­ირ­მა, ირმა ინაშ­ვი­ლის­ნა­ირ­მა "მხარ­დამ­ჭე­რებ­მა" და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ორ­გა­ნი­ზე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ებ­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნეს და მაგ­რად დაგ­ვა­ზი­ა­ნეს. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­დის რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე, რომ­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბე­ბი. ამი­ტომ არ­სე­ბობს ჩვე­ნი მოქ­მე­დე­ბის ორი ვა­რი­ან­ტი: 1. ვი­და­ვოთ სე­რი­ო­ზუ­ლად და ბო­ლომ­დე მი­ვაწ­ვეთ. 2. (მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი თვი­თონ შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რო­გორც კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი) - ვა­ღი­ა­როთ (ჩვენ თავ­ზე ავი­ღოთ) ერთი რო­მე­ლი­მე საქ­მე, სა­დაც შე­თან­ხმე­ბით მოხ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, აღი­ა­რე­ბაც, მოწ­მე­ე­ბის მხრი­დან ხე­ლის და­დე­ბაც და ა.შ. ამ შემ­თხვე­ვა­ში გვთა­ვა­ზო­ბენ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას იგი­ვე 5 წლი­ა­ნი ვა­დით, ანუ რო­გორც მიხ­სნი­ან, სას­ჯე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შთან­თქა­ვენ და ისევ 5 წელი დარ­ჩე­ბა. გა­მოს­ვლის შემ­დეგ არ უნდა გა­ვე­კა­რო პო­ლი­ტი­კას და თუ "გა­დაგ­დე­ბას გა­და­წყვეტ", კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც ნა­ღი­ა­რე­ბი გექ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა და­ზღვე­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ იფიქ­რო", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×