
რუსეთი ჰიბრიდულ თავდასხმებს ამზადებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
“დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის გეგმა, ასევე, მოიცავს დრონებითა და რაკეტებით ჰიბრიდულ დარტყმებს ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მათ შორის პოლონეთის წინააღმდეგ. ასეთ შესაძლებლობაზე დიდი ხანია საუბრობენ და დღეს ინფორმაცია ძალიან თანმიმდევრული და, სამწუხაროდ, დამაჯერებელია”, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, რუსეთი მსგავს ინციდენტებს როგორც “შემთხვევითს” წარმოადგენს.
“მოკლედ რომ ვთქვათ, ნამდვილი რიკი არსებობს იმისა, რომ დრონები ან რაკეტების სხვა სახეობები შეაღწევენ აღმოსავლეთ ფლანგის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, შეიძლება ზიანიც გამოიწვიოს, და ოფიციალური ნარატივი იქნება, რომ ეს უბედური შემთხვევაა”, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიზანია იმის დემონსტრირება, რომ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ თეორიულია და არა პრაქტიკული, და “ნატოს ქვეყნების მოტივაციის შესუსტება, გამოიყენონ ნატო-ს რეგულაციები ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს წინააღდეგ აგრესიის შემთხვევაში”.