რეზონანსი
18.09.2026

გარე ძალებისთვის საქართველო ისევ აქტუალურია, არაფერი შეცვლილა გლობალური ინტერესის თვალსაზრისით, მათ საქართველოში არეულობა ისევ და ისევ აწყობთ, რადგან ხელისუფლება შეიცვალოს და ომში ჩართონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

„ევროპის ინტერესში შედის, რომ საქართველოზე იყოს შუა დერეფანი, თუმცა ევროპის შიგნით ჩვენ ვხედავთ ასევე გარკვეულ დაჯგუფებას, რომელთაც ეს შუა დერეფანი ნაკლებად აღელვებს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხრიდან ორმაგი მიდგომა უკვე ვნახეთ. ერთი მხრივ აკეთებენ რაღაც შეხვედრებს, სადაც საქართველოს არ ეპატიჟებიან, რომელიც დაკავშირუბლობას ეხება, მეორე მხრივ იმ პროექტს, რომელიც საქართველოს ინიციატივით ხორციელდება {შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი} განსაკუთრებულ სტატუს ანიჭებენ, საუბრობენ საქართველოში გადატრიალების აუცილებლობაზე, ღიად თუ ფარულად აფინანსებენ საქართველოში გადატრიალებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის შიგნითაც ერთიანი პოზიცია არ არსებობს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×