რეზონანსი
18.09.2026

საქართველოში 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისი განმარტებით, ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად სწორედ საქართველო და კონკრეტულად ქუთაისი შეირჩა. ფორუმის საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და იმ როლს, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების მიმართულებით აქვს. საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი, რომლებიც არა ლოკალურ, არამედ მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობას ატარებს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს თითქოს საქართველო იზოლაციაში იმყოფება და მსოფლიოსგან დისტანცირებულია, ფაქტები სრულიად სხვა სურათს აჩვენებს. იზოლირებულ ქვეყანას გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია პირველად სწორედ მის ტერიტორიაზე ახალი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებას არ ანდობს. ეს არის არა მხოლოდ კონკრეტული ღონისძიება, არამედ მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ენდობიან, სადაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება არის შესაძლებელი და რომელსაც მსოფლიო ტურიზმისა და ინოვაციების პროცესში საკუთარი ადგილი აქვს. საქართველო საერთაშორისო, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების არა უბრალოდ მონაწილე და თვალყურის მადევნებელი, არამედ მასპინძელია! რაც ირიბად და პირდაპირ საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის აღიარება არის“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ჩიხელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×