რეზონანსი
18.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა.

„უახლოეს კვირებში გაიმართება G7-ის შეხვედრა, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებს მიეძღვნება. მისი მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება და G7-ის ქვეყნებსა და ჩვენს ძირითად პარტნიორებს შორის ზედმეტი დაძაბულობის თავიდან აცილება“, - განაცხადა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის ლიდერმა ეს განცხადება ელისეს სასახლეში გამართული კრიზისული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაზე ფრანგული დაზვერვის ხელმძღვანელებმა პოლიტიკოსებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებს უკრაინაში რუსეთის ომითა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. სწორედ ეს ორი ფაქტორი ხდება საფრანგეთში საწვავის ფასების რეკორდული ზრდის მიზეზი.

„ვითარება, რომლის წინაშეც ვდგავართ, სერიოზულია. ის სერიოზულია საერთაშორისო მდგომარეობისა და იმ ომების შედეგების გამო“, - აღნიშნა მაკრონმა. - „ამ კონტექსტში ჩვენ ერთიანობის შენარჩუნება გვჭირდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×