რეზონანსი
21.09.2026

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ბიულეტენების 100%-ის დამუშავების შემდეგ , რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში ხმების 99.85% მიიღო. კადიროვმა, რომელიც პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრია, საკუთარი საარჩევნო რეკორდი გააუმჯობესა და მეხუთე ვადით გახდა რეგიონის ლიდერი. 

კადიროვს 2 ოპონენტი ჰყავდა - "სამართლიანი რუსეთის" კანდიდატმა ისმაილ დენილხანოვმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა ხალიდ ნაკაევმა ხმების 0,05-0,05% მიიღეს. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკას 2007 წლიდან მართავს. 2016 წლის არჩევნებზე მან ხმების 94.8% მიიღო, 2021 წელს კი 99.7%. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×