
12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას „შუადღე Live Shuadge Live“ სტუმრობდა, სადაც შვილის შესახებ ისაუბრა. გადაცემაში სოფო ბიბილაშვილმა
დაკარგული შვილის პოვნის იმედსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე.
„ძალიან ბევრი მწერს, მაიმედებს, რომ ვიპოვი ცოცხალს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ მისი ვინაობა არ იცის… გურიკა, როგორიც მე დავტოვე მამასთან, ამ ყველაფერს ვერ გადაიტანს, არც წავიდოდა და არც დამტოვებდა… ახლახან მამიდასაც ვკითხე და დამიდასტურა, გურიკა თუ ამ ყველაფერს უყურებს და კონტაქტზე არ გამოდისო, მაშინ გონებაზე არ არისო, მაგრამ ეს 12 წელი გონება არეული ბავშვი სად უნდა იყოს.