რეზონანსი
21.09.2026

 ირლანდიამ საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, - ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, საქართველოში დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცია და 7 ქალი, ასევე ერთი ოჯახი 3 ბავშვით.

ირლანდიის პოლიციაში აღნიშნეს, რომ დეპორტირებულთაგან 4 მამაკაცი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყო გასამართლებული.

"მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს და ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს", - განაცხადა ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა, ჯიმ ო კალაჰანმა.

დუბლინის აეროპორტიდან თბილისში ფრენა კვირას, 20 სექტემბერს განხორციელდა.

ირლანდიის მთავრობის განცხადებით, თვითმფრინავის დაქირავებისა და ფრენის ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×