რეზონანსი
22.09.2026

ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლი­ტი, ნი­კო­ლოზ ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, წმინ­და სი­ნოდ­მა, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყოს, როცა საფ­ლა­ვის გახ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ეკ­ლე­სი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თო ტრა­დი­ცი­ით, საფ­ლა­ვი რომ გა­იხ­სნას, 3 წელი მა­ინც უნდა იყოს გა­სუ­ლი, რათა ნა­ხონ სხე­უ­ლი გა­იხ­რწნა თუ არა.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის გან­მარ­ტე­ბით, გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის წმინ­და­ნად "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­რა­ცხვა“, თუმ­ცა იმა­საც ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი პატ­რი­არქ ილია მე­ო­რის კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე სამ­სჯე­ლოდ, სწო­რედ ამ 3 წლის გას­ვლას ელო­დე­ბი­ან.

„ილია მე­ო­რის წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის წი­ნა­აღ­მდე­გი არ არის არა­ვინ სა­ერ­თოდ, მაგ­რამ ყვე­ლა ამ­ბობს, რომ უნდა მო­ვი­ცა­დოთ. მე მა­გა­ლი­თად, არ მეს­მის, რა­ტომ უნდა მო­ვი­ცა­დოთ და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­მო­ი­ტა­ნოს წმინ­და სი­ნოდ­მა ეს დას­კვნა, მით უმე­ტეს, არ­სე­ბობს ასე­თი წესი. სა­ერ­თოდ, წმინ­და­ნად შე­რა­ცხვის წესი ლა­თი­ნუ­რი სამ­ყა­რო­დან არის ჩვენ­თან შე­მო­სუ­ლი. ჩვენ­თან პირ­და­პირ ლოც­ვებ­ში იხ­სე­ნი­ებ­დნენ და ხატს ჰკი­დებ­დნენ ხოლ­მე, ეს იყო წმინ­და­ნად შე­რა­ცხვა. კა­ნო­ნი­ზა­ცი­ის წესი რაც არის, და­სავ­ლეთ ეკ­ლე­სი­ი­დან არის შე­მო­სუ­ლი და იქ არ­სე­ბობს ასე­თი წესი, ჰქვია „სან­ტო სუ­ბი­ტო“ - წმინ­და­ნი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ, წე­სია ასე­თი. როცა ჩვე­ნი სი­ნო­დი გა­და­წყვეტს, ჩვენ სა­ყო­ველ­თაო თაყ­ვა­ნის­ცე­მა მა­შინ გვექ­ნე­ბა. ჩემს ეპარ­ქი­ა­ში პატ­რი­არ­ქი­სად­მი ნდო­ბა გვაქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ხატი ჰკი­დია მისი ჩვენ­თან და ჩვენ აქ რა უფ­ლე­ბაც გვაქვს, იმის მი­ხედ­ვით შე­რა­ცხი­ლი გვყავს წმინ­და­ნად, ვიხ­სე­ნებთ რო­გორც წმინ­დანს.

წმინ­და სი­ნო­დის ყვე­ლა წევ­რი ამ­ბობს, რომ უნდა მო­ი­ცა­დონ, მგო­ნი პატ­რი­არ­ქიც ამ აზ­რზეა. სა­ერ­თოდ ტრა­დი­ცია ასე­თია ეკ­ლე­სი­ა­ში, 3 წელი მა­ინც უნდა გა­ვი­დეს, საფ­ლა­ვი რომ გა­იხ­სნას. ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს, ათო­ნის მთა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით, რომ 3 წლის მერე ხსნი­ან ხოლ­მე საფ­ლავს და ნა­ხა­ვენ, რო­გო­რია მისი სხე­უ­ლი, გა­იხ­რწნა თუ არა, შე­იძ­ლე­ბა ამას გუ­ლის­ხმო­ბენ [მოც­და­ში] წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბი.

მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­რა­ცხვაც ყო­ფი­ლა ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში. შე­უ­რა­ცხავთ ასე წმინ­და­ნი. პი­რა­დად ჩემ­თვის პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე წმინ­და­ნია და მე მაქვს ამის უფ­ლე­ბა, რომ რო­გორც წმინ­დანს ნდო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო. არა­ვის ვახ­ვევ ჩემს აზრს თავ­ზე. არ მინ­და, რომ წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან მქონ­დეს რა­ი­მე უთან­ხმო­ე­ბა და მშვი­დად ვა­კე­თებ ამას, მე­ო­რეს მხრივ მჯე­რა, რომ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი წმინ­და­ნია და ჩემს ეპარ­ქი­ა­ში ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ მის მი­მართ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­დის მქონ­და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ბო­ლოს ამ თე­მა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია, ილი­ა­ო­ბა რომ იყო 2 აგ­ვის­ტოს, ბო­ლოს მა­შინ მქონ­და წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებ­თან ამ თე­მა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია და მა­შინ კი­დევ ერთხელ თქვეს, რომ ცოტა და­ვი­ცა­დოთ და მერე შევ­რა­ცხოთ ერ­თა­დო“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

კი­თხვა­ზე: ხომ არ იგეგ­მე­ბა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა, სა­დაც მათ შო­რის ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც იქ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „არა­ვის არა­ფე­რი უთ­ქვამს“.

„უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში ასე­თი მა­გა­ლი­თი არ გვქო­ნია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­რა­ცხვის, ამი­ტომ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა უჭირთ. ეს ხომ ყვე­ლამ უნდა მი­ი­ღოს და ყვე­ლა არ არის თა­ნახ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­რა­ცხვა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა სა­კი­თხებს, თვე­ში ერთხე­ლაც რომ იყოს სი­ნო­დის სხდო­მა, სა­ლა­პა­რა­კო ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა. უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა უნდა და­ნიშ­ნოს ეს სი­ნო­დის სხდო­მა“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II 93 წლის ასაკ­ში 2026 წლის 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×