რეზონანსი
25.09.2026

სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

"ევროკავშირი უნდა ჩაერთოს ჩვენი გაწევრების დროს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებაშიც. ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას!“, - აცხადებს გვარამია.

მანამდე, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ „იუთუბ“ გადაცემაში სტუმრობისას ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ სიყვარული არ გააჩნიათ და წარსული მოვლენების გამო მხარეებს შორის ურთიერთზიზღი და მტრობა ბუნებრივად არის განპირობებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×