რეზონანსი
25.09.2026

აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.

„აღინიშნა, რა თქმა უნდა, ოკუპაციის თემა, სუვერენიტეტის თემა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ისტორიის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დადგა გამოცდის წინაშე, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში ქვეყანა გამოდიოდა გამარჯვებული და გაძლიერებული. პრემიერმა, რა თქმა უნდა, ხაზი გაუსვა ოკუპაციის თემას, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული გამოწვევა. აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში“, - განაცხადა მახაშვილმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×