რეზონანსი
25.09.2026

თუკი ვინმე მკვლელია და კავშირი აქვს მკვლელობასთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს - ასე აფასებს „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრის, ანი წითლიძის განცხადებას.

წითლიძე მტკიცებულებების გარეშე, ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაულის და ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები გაზრდილია, რაშიც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი უცხოური აგენტურის მორიგ პროვოკაციულ დავალებაზე საუბრობს.  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ნარკოდანაშაულის 9 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა, მათგან 92% გახსნილია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 6 500-ზე მეტი პირი მიეცა. 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. საპოლიციო დანაყოფები ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში ატარებენ შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რათა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 9 800-ზე მეტი ფაქტი იქნა გამოვლენილი ნარკოდანაშაულის, რომელთა 92% უკვე გახსნილია და შესაბამისი პირები მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

დღეის მდგომარეობით, პირველი 8 თვის მანძილზე, 6 500-ზე მეტი პირია ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული, საიდანაც 1 251 პირი სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული ნარკოტიკების რეალიზაციასა და გავრცელებაში“, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×