რეზონანსი
25.09.2026

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა ევროკავშირის ამჟამინდელ კრიზისზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი შეცდომა, რაც ევროკავშირმა უკანასკნელი წლების განმავლობაში დაუშვა, ეს არის იმ მიდგომებისა და პოლიტიკის დავიწყება, რომლებმაც ევროკავშირი წარმატებულად აქცია

„ევროკავშირის პროექტი ამჟამად კრიზისში იმყოფება. ეს კრიზისი ნაწილობრივ განპირობებულია უკრაინაში მიმდინარე ომით და ასევე ეკონომიკური პრობლემებით. ასევე, ეს კრიზისი ნაწილობრივ გამოწვეულია შიდა დინამიკით თავად ევროკავშირში.

ევროკავშირს არ აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა იმისათვის, რომ უზრუნველყოს ახალი სახელმწიფოების ინტეგრირება ევროკავშირში.

ვფიქრობ, ევროკავშირი ვერ შეძლებს სამომავლოდ გაფართოებას იქიდან გამომდინარე, თუ როგორც ოპერირებს ამჟამად“, - აღნიშნა პრაუდმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×