რეზონანსი
26.09.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.

"მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა.

ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება რამდენიმეჯერ მომეწვია ბატონი ვიტალი ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალზე 2020 და 2024 წლებში!

იმედი მაქვს კვლავაც ჩამობრძანდება და ბათუმელ მსმენელს გააბედნიერებს მისი შემოქმედებით," - წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×