რეზონანსი
26.09.2026

"დღეს ვნა­ხე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მი­მო­წე­რებ­ში: ჩვე­ნი ტა­სუ­ნა წუხს, რა­ტომ არ არის ორ­სუ­ლად, თო­რემ ვერ და­ი­ჭერ­დნენ მის შეყ­ვა­რე­ბულს, მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა: იქ­ნებ რამე "იჩა­ლი­ჩოთ" და ცი­ხე­ში შეხ­ვი­დეო. ასეთ არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მაქვს საქ­მე" - ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­კა­ვე­ბუ­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

“ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, მა­ინც გა­მო­ყო­ფი­ლია საქ­მე და გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე არც მე მო­ვი­აზ­რებ და არც პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­აზ­რებს სხვა რო­მე­ლი­მე არას­რულ­წლო­ვანს. გი­გას მკვლე­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ფი­გუ­რან­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ, ყვე­ლა ზის სკამ­ზე, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

საბ­რალ­დე­ბო სკა­მი ელო­დე­ბა იმ პი­რებს, ვინც ჩა­ფარ­ცხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იცის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, რომ რომ არა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­ჭე­რი­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×